საქმიანი ავიაცია პორტუგალიაში წარმოდგენილია ევროპული ჩარტერული ბროკერი AVIAV TM (Cofrance SARL)-ით. კერძო თვითმფრინავის დაკვეთა შეიძლება რამდენიმე წუთში ინტერნეტით ან ტელეფონით ანდა ამ საიტზე არსებული დაჯავშნის ფორმის გამოყენებით. კლიენტი თავად ირჩევს მოდელს და დამატებით სერვისს.
თუ თქვენ გესაჭიროებათ ჩარტერი პორტუგალიაში ან პორტუგალიიდან, შეუკვეთეთ კერძო რეისი საიტის მეშვეობით ეხლავე. შეატყობინეთ:
- გამოფრენის და ჩამოფრენის აეროპორტები,
- გამგზავრების თარიღი და მოსახერხებელი დრო,
- მგზავრების რაოდენობა,
- ბარგის წონა,
- კონტაქტები.
სისტემა შემოგთავაზებთ საჰაერო ხომალდის ტიპის შერჩევას, ღირებულებისა და რეისის ხანგრძლივობის მითითებით. შემდეგ AVIAV TM (Cofrance SARL)-ის მენეჯერი შეადგენს თქვენთვის ინდივიდუალურ წინადადებას, სადაც იქნება წარმოდგენილი ჯეტების მოდელები, მათი აღწერილობა, ტევადობა და ასაკი. თქვენ დაგრჩებათ მხოლოდ შეარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი, დადოთ ელექტრონული ხელშეკრულება და განახორციელოთ ანგარიშსწორება. პროცედურა ოც წუთზე მეტს არ დაიკავებს.
კერძო თვითმფრინავი გაემგზავრება თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი აეროპორტიდან და თქვენ განახორციელებთ პირდაპირ გადაფრენას პორტუგალიაში ან პორტუგალიიდან თქვენთვის სასურველი მარშრუტით. საჰაერო სანაოსნოში ფორმალობების გავლა ხუთ წუთზე მეტს არ წაგართმევთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ მაშინვე გაემგზავროთ ბორტზე. პერსონალური ჯეტი მოგცემთ შესაძლებლობას იფრინოთ უცხო მგზავრების გარეშე, შეუკვეთოთ კერძი რესტორნიდან ინდივიდუალური მენიუთი, დაკავდეთ საყვარელი საქმით ან იმუშაოთ რეისი დროს.
მოგზაურობის ორგანიზება
კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) არამხოლოდ თავიდან ბოლომდე მოახდენს რეისის ორგანიზებას, არამედ შემოგთავაზებთ საჭირო დამატებით მომსახურებას:
- ტრანსფერი აეროპორტამდე დედამიწის ნებისმიერ ქალაქში, მათ შორის შვეულმფრენით ან ლიმუზინით,
- კვების შეკვეთა ბორტზე რესტორნიდან,
- მოგზაურობისათვის დოკუმენტების გაფორმება, მათ შორის ვიზების, პასპორტების, დაზღვევის,
- საბაჟოს გავლა,
- ტვირთის გადაზიდვა,
- რეისში სპეციალისტების: ექიმის ან პირადი თანაშემწის მომსახურება,
- დანიშნულების პუნქტში დახვედრა ყვავილებით,
- კონსიერჟ-სერვისი მითითებულ ქალაქში.
არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ თქვენ გადაფრენა პორტუგალიაში მოსკოვიდან, ვაშინგტონიდან თუ პეკინიდან – ყველა კერძო რეისი სრულდება კლიენტისათვის მაქსიმალურ კომფორტით. თქვენ თავად შეძლებთ შეარჩიოთ კომფორტის დონე ბორტზე, საჭირო მომსახურება. კომპანია AVIAV TM (Cofrance SARL) სთავაზობს თავის კლიენტებს სადღეღამისო მხარდაჭერის ხაზს და ფრენის პირადი მენეჯერი მზად არის ოპერატიულად გასცეს პასუხი თქვენს ნებისმიერ კითხვებზე.
AVIAV TM (Cofrance SARL) მოგცემთ საშუალებას განახორციელოთ უმოკლესი გადაფრენა პორტუგალიაში თქვენს მიერ შერჩეული ქალაქიდან, ვინაიდან ჩვენ ვადგენთ ინდივიდუალურ რეისებს, რომლებიც არ არის დამოკიდებული ავიაკომპანიების რეისებზე. ჩვენი კლიენტები ზოგავენ მაქსიმუმ დროს, რომელიც ფასდაუდებელია მათთვის, ვინც სარგებლობს საქმიანი ავიაციის მომსახურებით.
ჩვენს შესახებ
- AVIAV TM (Cofrance SARL) ათ წელზე მეტია მუშაობს ნიცაში.
- ამ დროის განმავლობაში ჩვენ გავხსენით წარმომადგენლობები 117 სახელმწიფოში, მათ შორის პორტუგალიაშიც.
- დღეს ჩვენი თანამშრომლები საუბრობენ 34 ენაზე და მუშაობენ ოთხ კონტინენტზე.
- AVIAV TM დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხოებას და თანამშრომლობს სახელგანთქმულ საერთაშორისო საფრენ ორგანიზაციებთან Wyvern Ltd. და Avinode-თან, აუდიტორ ARGUS International-თან, პრესტიჟულ საავიაციო ЕВАА და NBAA-თან.
- სამგზავრო ჩარტერული რეისების გარდა ჩვენ ვთავაზობთ სამედიცინო და სატვირთო ავია გადაფრენებს.
- გარდა ამისა «კოფრანსი» დაკავებულია თვითმფრინავების გაყიდვით, მათი გაუმჯობესებით და მშენებლობით.
- კომპანიის საავიაციო იურისტები იძლევიან ოპერაციების სამართლებრივი სიწმინდის და გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგების გარანტიას ყველა გარიგებაზე.
AVIAV TM (Cofrance SARL)-თან ერთად გადაფრენა პორტუგალიაში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მოგანიჭებთ სიამოვნებას, მოგცემთ თავისუფალი მოგზაურობით დატკბობისა და დასახული ამოცანების წარმატებით გადაწყვეტის შესაძლებლობას.